მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სოლარ ავტო
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 3 · საიდენტიფიკაციო კოდი: 405623473
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" სოლარ ავტო " აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ ელექტრომობილების დამტენების ქსელის მზარდი კომპანია. ვეძებთ ენერგიულ, ტექნოლოგიების მოყვარულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებელთა შემომავალ ზარებზე პასუხი, კითხვებზე რეაგირება და კონსულტაციის გაწევა. ** მომხმარებლებისთვის მობილური აპლიკაციის ინსტალაციასა და გამოყენებაში დისტანციური მხარდაჭერის აღმოჩენა. ** საჭიროების შემთხვევაში, დამტენების ადგილზე შემოწმება და პირველადი ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება/გადაჭრა. ** რთული ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება და შესაბამის ტექნიკურ/საინჟინრო გუნდთან გადამისამართება. ** ხშირად დასმული კითხვებისა და გავრცელებული პრობლემების აღრიცხვა, უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია ადგილზე გასვლებისთვის). ** სასურველია პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ** ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის კარგი უნარი (პროგრამების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად). ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გამართული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი. ** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების უნარი (Problem-solving). ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი. პირობები: ** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით ** სამუშაო გრაფიკი: პირველ ეტაპზე ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 ** შემდგომ შესაძლოა ჰიბრიდული მოდელით მუშაობა. ** ლოკაცია: თბილისი, ვ. ბატონიშვილის 19 დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: contact@solarauto.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 33 11 43
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
