მარაგ-ნაწილების/დაბრ. პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- 2–3 წელი
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 25 ოქტომბერი 2026 · დღეს ბოლო დღეა
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
PepsiCo
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 12
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მარაგ-ნაწილებისა და დაბრუნებული პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობების ოპერაციების მართვა: პროდუქციისა და სათადარიგო ნაწილების მიღება, შენახვა და გაცემა; ** ინვენტარის სიზუსტისა და მარაგების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა; ** ERP სისტემაში (1C) მარაგების მოძრაობის დროული და ზუსტი აღრიცხვა; ** საწყობის ორგანიზების სტანდარტების დაცვა, მათ შორის ლოკაციების, მარკირებისა და SKU-ების მართვა; ** პერიოდული გადათვლებისა და ინვენტარიზაციის ჩატარება, შეუსაბამობების გამოვლენა და აღმოფხვრა; ** წარმოების, ლოჯისტიკისა და ფინანსების გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია; ** საწყობის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების/KPI-ების მონიტორინგი და გაუმჯობესება; ** პროცესების ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდისა და საოპერაციო რისკების შემცირების მიზნით; ** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) სტანდარტების, შიდა კონტროლისა და აუდიტის მოთხოვნების დაცვა; ** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობის მართვა საწყობის საკითხებთან დაკავშირებით. კანდიდატის პროფილი: ** პროფესიული ტექნიკური ან უმაღლესი განათლება; ** საწყობის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; ** საწყობის დოკუმენტაციისა და პროცესების მართვის ცოდნა; ** საწყობის მართვის პრინციპების კარგი ცოდნა, მათ შორის ლოკაციების (Bin Location), SKU-ებისა და ნომენკლატურის მართვა; ** ინვენტარიზაციების ჩატარების გამოცდილება; ** ERP სისტემებთან (1C ან ანალოგიური) მუშაობის გამოცდილება; ** ქართული ენის თავისუფლად, ინგლისური ენის B1+ დონეზე ცოდნა; ** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა. თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საწყობის თანამშრომელი
საქართველოს ფოსტა
საწყობის მენეჯერი საავიაციო ტერმინალში
საქართველოს ფოსტა
