როგორ მივმართო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ვიქტორია 98
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 6
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " ვიქტორია 98 " (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo, "ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK". ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება. "ვიქტორია98" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (40 საათიანი სამუშაო კვირა); კვირაში 2 დღე დასვენება ანაზღაურება: 2000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე - 1500 ლარი ) ფუნქციები და მოვალეობები: ** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა; ** დარბაზში პროდუქციის განთავსება და მისი მუდმივი შევსება/კონტროლი; ** ფას-მაჩვენებლის სიზუსტის კონტროლი; ** მომხმარებლებისგან დადგენილი წესით მიიღოს ფულადი საშუალებები (როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით). ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაცია; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა; ** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** პრიორიტეტი მიენიჭება მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებული; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მოლარე-კონსულტანტი
რანიცა
≈ 1200 ₾
მოლარე-კონსულტანტი
Manamo Home
მოლარე-კონსულტანტი
ტანსაცმლის მაღაზია
≈ 1000 ₾