ახალ აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სტაჟირება
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 2 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 2 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 7 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
თბილისი ენერჯი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 16 · საიდენტიფიკაციო კოდი: 205129617
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " თბილისი ენერჯი " აცხადებს ვაკანსიას ახალ აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო, სპეციალური ან /და უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უმაღლესი განათლების არქონის შემთხვევაში); ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე; ** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; დამატებითი მოთხოვნები: ** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა; ** მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; ძირითადი მოვალეობები: ** თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და მოემსახუროს მომსახურების სივრცეებში ვიზიტორებს, რომელთაც სურთ ისარგებლონ შპს "თბილისი ენერჯის" სერვისებით; ** ვიზიტორთა მომსახურება განახორციელოს ეთიკის ნორმებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვით; ** მომსახურების გაწევისას დაიცვას კომპანიის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია; ** მიიღოს და დადგენილი წესით დაარეგისტრიროს მოქალაქეთა განცხადებები და წერილები; ** მოემსახუროს მოქალაქეებს დადგენილი წესის შესაბამისად, სატელეფონო და მომართვის სხვა არხებით, საჭიროებისამებრ; ** დადგენილი წესით განახორციელოს მოქალაქეთა საინფორმაციო უზრუნველყოფა, მათი განაცხადის/განცხადების, წერილებისა და მომართვების მიმდინარეობასთან დაკავშირებით; ** კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული სტანდარტული ხელშეკრულებების გაფორმება და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში ან მონაცემთა ბაზაში ასახვა; ** კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა პირადი ბარათების ანალიზი; ** განიხილოს მოქალაქეების მიერ წამოჭრილი სადავო საკითხები, ჰქონდეს მათზე კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; ** საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეებთან უკუკავშირი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით; ** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით, განახორციელოს კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მოქმედ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი; ** სამსახურის უფროსის მყისიერი ინფორმირება იმ გარემოების შესახებ, რომელიც აფერხებს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან/და მიღებული დავალებების ჯეროვნად შესრულებას, აგრეთვე საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან კომპანიის ქონებას; ** სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი სამსახურებრივი დარღვევის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; ** საჭიროების შემთხვევაში სტაჟირების პროცესის კურირება, მიმაგრებული სტაჟიორის ზარებისა და გაცემული პასუხების მონიტორინგი; ** სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; ** კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის და/ან სამსახურის უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება; უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდური მუშაობის უნარი; კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; ** მეგობრულ გარემოს; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას; სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შპს "თბილისი ენერჯის" მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები ანაზღაურება: კონკურენტული დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ბექ ოფისის ოპერატორი
საქართველოს ფოსტა
ქოლცენტრის ოპერატორი
მოდუსი
ოპერატორი
საქართველოს ფოსტა

