მზარეულის დამხმარე
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 23 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 29 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ლუმბა
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს "ლუმბა " აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში მზარეულის დამხმარის პოზიციაზე. თანამედროვე დანადგარების საშუალებით, კომპანია "ლუმბა" ქმნის ჯანსაღ, ნუტრიციულად მდიდარ, ყოველგვარი დანამატებისგან თავისუფალ წასახემსებლებს. სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, 65, თბილისი სამუშაო საათები: 09:00-17:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქტების შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა; ** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით მომზადება; ** დანადგარების გამოყენების სრულყოფილი ცოდნა; ** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება; ** პროდუქტის შეფუთვაში მონაწილეობის მიღება; ** მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს; ** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა (HACCP); საჭირო უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ, გუნდურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ, საინტერესო და დინამიურ სამსახურს ** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: team@loombafoodlab.com , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მზარეული. საკონტაქტო ტელეფონი: 595 673 073. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მზარეულის დამხმარე
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
სუშის მზარეულის დამხმარე
სუში რუმი
≈ 10 ₾
მზარეული
ბუფეტი 3