- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 3 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 9 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
PayBox
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 18
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. PayBox აცხადებს ვაკანსიას აჭარის წარმომადგენლობის უფროსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი პასუხისმგებლობები: წარმომადგენლობის ეფექტურ მართვა და კომერციული მიზნების შესრულება; სამუშაო დისციპლინის უზრუნველყოფა, თანამშრომელთა მოტივირება და განვითარების ხელშეწყობა; შიდა პოლიტიკების, რეგლამენტების და პროცედურების დაცვა; ინციდენტების, უსაფრთხოების რისკებისა და ფინანსური გადაცდომების დროული გამოვლენა და მართვა; სათაო ოფისთან ანგარიშგების დროული და ზუსტი წარდგენა. ფუნქცია-მოვალეობები: წარმომადგენლობის ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა; ახალი პარტნიორების მოძიება და მოზიდვა; ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი; რეგიონული ოფისის ადმინისტრირების ორგანიზება (სივრცე, ინფრასტრუქტურა, საოფისე რესურსები); თანამშრომელთა კოორდინაცია, გრაფიკების უზრუნველყოფა და მონიტორინგი, შესრულების კომპანიის სტრანდარტებთან და შიდა პოლიტიკებთან შესაბამისობის მონიტორინგი; წარმომადგენლობის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობისა და სტაბილურობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა; PayBox ტერმინალების ქსელის ინფრასტრუქტურული და ტენიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ყოველდღიურად მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და საგანგებო სიტუაციების იდენტიფიცირება, რეაგირება და სათაო ოფისთან კომუნიკაცია; ნაღდი ფულადი სახსრების ბრუნვის პროცესების მონიტორინგი; სათაო ოფისთან რეგულარული კომუნიკაცია და ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილება; გუნდის მართვის გამოცდილება; საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება; ორგანიზებული; - ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - მოქნილობა, ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი; პრიორიტეტიზაციისა და დროის მართვის უნარი. სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00 - 15:00 ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; სავალდებულო მოთხოვნები: აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა; საწვავის ხარჯს უზრუნველყოს კომპანია. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VyUMc6Pc
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტექნიკური განყოფილების უფროსი
ტავ ჯორჯია
