ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 30 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 5 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ავერსი-ფარმა
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 13
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
თანდართული ფაილი
762445_Aversi_Pharma_7717719.zip შპს " ავერსი-ფარმა " აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, იუმაშევის #14-ში არსებული სასაწყობე ფართის სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე. შესასრულებელი სამუშაოების მახასიათებლები მოცემულია დანართ №1-ში; ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართ №2-ში; აფიდავიტი დანართი N3-ში; დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: ** ღირებულება დანართი №1-ის შესაბამისად; ** მომსახურების ღირებულების გადახდის პირობა; ** სამუშაოების შესრულების დეტალური აღწერილობა; დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, ელ. ფოსტა; ** ინფორმაცია გამოცდილების შესახებ; ** ხელმოწერილი აფიდავიტი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე განცხადებას. შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან. კომპანიის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა. სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი: ** სამუშაოების შესრულების ვადები; ** სამუშაოების შესრულების ხარისხი; ** სამუშაოების შესრულების ღირებულება; გამარჯვებულ პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მოეთხოვოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა: ** საბანკო რეკვიზიტები, დამოწმებული ბანკის სველი ბეჭდით; ** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. ** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; ** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე); ** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ. სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი. პრეტენდენტთა საყურადღებოდ! ტენდერი ტარდება 1 კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს პრეტენდენტთა შორის ელექტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი კონკურენტული/საბოლოო სატენდერო წინადადებები (მათ შორის საბოლოო ფასები). პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
თბილისი
სანტექნიკოსი / სარემონტო სამუშაოების ხელოსანი
ჯინო აკვაპარკი
სამშენებლო, სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშ. ზედამხედველი
გლობალური ტექნოლოგიები
