როგორ მივმართო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 30 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 5 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მოდური აქსესუარების კომპანია
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ადმინისტრაციული და საოპერაციო ასისტენტი (დისტანციური) კომპანიის საქმიანობა: მოდური აქსესუარების საცალო გაყიდვები უშუალო ხელმძღვანელი: კომპანიის დამფუძნებელი სამუშაო ფორმატი: კვირაში 5 დღე, 30 საათი კვირაში; დისტანციური სამუშაო და თბილისში არსებულ 3 სავაჭრო ობიექტზე საჭიროებისამებრ ვიზიტები. პოზიციის მიზანი: კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია, მიმდინარე საკითხების მოგვარება, დავალებების დროულად შესრულება და დამფუძნებლის ადმინისტრაციული დატვირთვის შემცირება. ძირითადი პასუხისმგებლობები
- ადმინისტრაციული საქმიანობა:
** ფორმების, განაცხადების, წერილებისა და დოკუმენტების მომზადება და შევსება. ** ადმინისტრაციული კორესპონდენციის მიღება და დამუშავება, დროული რეაგირება
- სავაჭრო ობიექტების საოპერაციო მხარდაჭერა:
** ობიექტებიდან შემოსული მიმდინარე საკითხების მიღება და მოგვარების ორგანიზება. ** ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის პირებთან კომუნიკაცია. ** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტები. ** საოპერაციო პრობლემების სტატუსისა და მოგვარების ვადების კონტროლი.
- ბრენდული და ვიზუალური მასალების ადმინისტრირება:
** ლოგოების, ფოტოების, პროდუქციის აღწერებისა და სხვა ფაილების ორგანიზება. ** სავაჭრო ცენტრებისთვის და პარტნიორებისთვის საჭირო მასალების მიწოდება. ** მარტივი ვიზუალური მასალების მომზადება ან კორექტირება, არსებული უნარების ფარგლებში.
- მარკეტფლეისების ადმინისტრირება:
** პროდუქციის ბარათების შექმნა და განახლება. ** ფოტოების, აღწერებისა და მახასიათებლების ატვირთვა. ** პროდუქციის ინფორმაციის სიზუსტისა და სრულყოფილების შემოწმება. ** კატალოგის განახლების პროცესის კოორდინაცია.
- დავალებებისა და ინფორმაციის მართვა:
** მიმდინარე დავალებების ერთიან სისტემაში აღრიცხვა. ** პრიორიტეტებისა და შესრულების ვადების კონტროლი. ** საჭირო ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება. ** ხელმძღვანელისთვის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების მოკლე ანგარიშის მომზადება. აუცილებელი კომპეტენციები: ** საქმიანი კომუნიკაციის უნარი. ** Excel-ის პრაქტიკული ცოდნა. ** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე. ** ციფრული ინსტრუმენტების სწრაფად ათვისების უნარი. ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება. ** დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრისა და რამდენიმე დავალების მართვის უნარი. სასურველი კომპეტენციები (არასავალდებულო): ** ადმინისტრაციულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** საერთაშორისო პროექტში/ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ** მარკეტფლეისებთან მუშაობის გამოცდილება. ** Canva-ს ან მსგავსი ვიზუალური ინსტრუმენტების ცოდნა. ** ინგლისური ენის ცოდნა ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200-1600 ლარი . ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და დამატებითი კომპეტენციების მიხედვით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე vcjgeorgia@gmail.com მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრებისთვის დაკავშირება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ადმინისტრაციული ასისტენტი
შპს იუ ეიჩ უაი საქართველო
სასტუმროს მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო მუზეუმი
≈ 1000 ₾
