HVAC ინჟინერი
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 11 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
არქი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 20 · საიდენტიფიკაციო კოდი: 200120975
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ HVAC ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ძირითადი ფუნქციები: ** საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი HVAC (გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების) საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება; ** პროექტების ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ სამშენებლო ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. ASHRAE, Eurovent) შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** პროექტირების ეტაპზე ხარჯეფექტური ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით რეკომენდაციების მომზადება; ** პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან კოორდინაცია საპროექტო კოლიზიების აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; ** პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნებისა და კომენტარების მომზადება; ** ტექნიკურ განხილვებში მონაწილეობა და შესყიდვების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერა; ** ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალების დამტკიცების ფორმებისა და სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა; ** ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მონიტორინგი დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ** HVAC სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების გამოცდის, ჰაერის ხარჯის რეგულირების, წნევაზე შემოწმებისა და სატესტო გაშვების პროცესების ზედამხედველობა. ** სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** ადგილობრივი სამშენებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (მაგ. ASHRAE, Eurovent) ცოდნა; ** HVAC სისტემების ჰიდრავლიკური, აეროდინამიკური და სითბური გამოთვლების პრინციპების ცოდნა; ** საპროექტო და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სამოქალაქო ინჟინერი
ლარსენ ენდ ტოუბრო ლიმიტედი
Java Backend ინჟინერი
Exxeta
