ბიზნეს პროცესების მონიტორინგის სპეციალისტი
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
არქი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 20 · საიდენტიფიკაციო კოდი: 200120975
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია "არქი" , წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების მონიტორინგის სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ** კომპანიაში დანერგილი პოლიტიკისა და პერიოდულობის შესაბამისად პროცესების მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეპორტინგი. ** პროცესებზე დაკვირვება რეალურ დროსა და სივრცეში (მათ შორის დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე). ** მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი, დოკუმენტირება და დარღვევათა აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადება. ** გაცემული რეკომენდაციების შესრულების ვადების კონტროლი. ** პროცესების დარღვევათა რეესტრის წარმოება და ტენდენციების ანალიზი; ** არსებული პროცესებისა და პროცედურების ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციისთვის საჭირო ცვლილებების ინიცირება (მათ შორის As-is და To-be მოდელის გამოყენებით); ** სხვადასხვა პროცესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ურთიერთშესაბამისობის ანალიზი; ** არსებული პროცესების დოკუმენტების პერიოდული აუდიტი და განახლებისათვის რეკომენდაციების მომზადება; ** ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია და უკუკავშირი; ** CRM-ში პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); ** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის და Visio-s მაღალ დონეზე ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით : https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი
IFAD - სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
