მეტყველების თერაპევტი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 1 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 7 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საზოგადოება ბილიკი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 217889300
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" საზოგადოება ბილიკი " აცხადებს კონკურსს მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე - რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში. ადგილმდებარეობა: გორი , ჩოჩიშვილის ქ.N8, "საზოგადოება ბილიკის " ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** მეტყველების თერაპევტის (ლოგოპედის) სრული კურსის სერტიფიკატი; ** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ძირითადი მოვალეობები: ** ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება ** ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება ** შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით ** ბავშვის პირადი საქმის წარმოება ** საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება ** ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში მოთხოვნები: ** ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება ** ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა ** მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება ** ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა ** გუნდური მუშაობის პრინციპის უნარი გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: societybiliki@gmail.com და subject-ში მიუთითეთ "მეტყველების თერაპევტის ვაკანსია". აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი . დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 599 53 40 45
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მეტყველების და ქცევითი თერაპევტ
ღია სახლი
ენისა და მეტყველების თერაპევტი
Step Up Academy
მეტყველების თერაპევტი
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება