აუდიტორი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2–3 წელი
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 10 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 16 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საქართველოს კლინიკები
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 12 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404476205
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" საქართველოს კლინიკები " საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს! "საქართველოს კლინიკები" აცხადებს აუდიტორის ვაკანსიას თბილისში. სამუშოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, თბილისი, ს.ცინცაძის N24ა. სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00. ძირითადი მოვალეობები: აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა: ** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება საუკეთესო გამოცდილებაზე/ გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად; ** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემ (ებ)ის შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან. კომპანიის ბიზნეს პროცეს (ებ)ის აუდიტის წარმართვა: ** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება; ** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება; ** შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია; ** პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავება: ** პროცესში დანერგილი კონტროლის სისტემების ადეკვატურობის/ეფექტიანობის შესაფასებლად საჭირო კონტროლის ტესტების განსაზღვრა; ** შემოწმების მასშტაბის განსაზღვრა; ** შემოწმების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება/შესაბამის დეპარტამენტთან/სამსახურთან ინფორმაციის გამოთხოვის ფორმის გენერირება; ** შემოწმების განსახორციელებლად შერჩევის მეთოდის განსაზღვრა საუკეთესო გამოცდილებაზე/გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდოლოგიის შესაბამისად; ** პროცესის შესამოწმებლად საჭირო რესურსების განსაზღვრა; ** შემოწმების პროცესის დროში გაწერა; ** პროცესის შემოწმების გეგმის/პროგრამის ან გეგმაში ცვლილების განხორციელების შეთანხმება დეპარტამენტის დირექტორთან. შემოწმების პროცესის წარმართვა: ** კონტროლის მექანიზმების ტესტირება; ** შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა; ** აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხიმგებელ პირ (ებ)თან. ** შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება; ** გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება; ** შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა. ** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტი/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** აუცილებელია აუდიტორულ კომპანიაში აუდიტორის/უფროსი აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება "Big4"-ში სამუშაო გამოცდილებას) ან/და შიდა აუდიტის/შიდა კონტროლის მიმართულებით სამედიცინო ან ფინანსური პროფილის ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების MS Office-ის (Word; Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ვიზიოს, MS project და SQL პროგრამების ცოდნა; ** შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა; ** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი; ** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა; ** ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი, 2026 . დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "აუდიტორი". "საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
აუდიტის ასისტენტი
შპს იუ ეიჩ უაი საქართველო
ღამის აუდიტი/ადმინისტრატორი
სასტუმრო WELMOND
ბათუმი
უფროსი აუდიტორი
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა