როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მზიური
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 15
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს " მზიური ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ჰაგისი, კლინექსი, კოტექსი, ჰაინცი, ბიუბხენი, ნუტრინონი, მალუტკა, და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს, ვაკანსიას ქ. თბილისში სავაჭრო წარმომადგენლის პრისეილერის თანამდებობაზე. კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: ** ანაზღაურება: 2800-3500 ლარი ** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას ** სამოტივაციო ბონუსს ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ** სამუშაო მოიცავს მივლინებებს აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება ** თბილისის რაიონების კარგად ცოდნა ** მართვის მოწმობა ** საკუთარი ავტომანქანის ფლობა ** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად) პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა ** შრომისმოყვარეობა ** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი ** კომუნიკაბელურობა ** გუნდურობა ** ახალი ობიექტების ათვისების უნარი ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი ** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი მოვალეობები: ** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება. ** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია. ** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება. ** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში. ** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი. ** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე. ** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.kabakhchiani@mziuri.com.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 577552508 შენიშვნა, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
