JobLab
ყველა სახელმძღვანელო

CV შაბლონი: როგორ ავირჩიოთ შესაფერისი

CV შაბლონი განსაზღვრავს, როგორ დალაგდება თქვენი ინფორმაცია გვერდზე. კარგი შაბლონი კითხვას აადვილებს, ცუდი კი ართულებს. ქვემოთ მოკლედ განვიხილავთ, რა უნდა გაითვალისწინოთ არჩევისას.

ერთსვეტიანი და ორსვეტიანი შაბლონი

ერთსვეტიანი შაბლონი მარტივია და კარგად იკითხება ნებისმიერ მოწყობილობაზე. ორსვეტიან შაბლონში გვერდით სვეტში ხშირად უნარები და საკონტაქტო ინფორმაციაა.

თუ არ იცით, რომელი აირჩიოთ, დაიწყეთ მარტივით.

ფერი და შრიფტი

უმჯობესია გამოიყენოთ ერთი აქცენტის ფერი და ერთი შრიფტი. ბევრი ფერი ყურადღებას აფანტავს.

  • მუქი ტექსტი ღია ფონზე
  • სათაურები მკაფიოდ გამოყავით
  • ქართული ასოები სწორად უნდა ჩანდეს როგორც ეკრანზე, ისე დაბეჭდილ ვერსიაში

ფოტო და დამატებითი ელემენტები

ფოტო სავალდებულო არ არის. თუ დაამატებთ, აირჩიეთ მკაფიო, საქმიანი ფოტო. გრაფიკული ელემენტები არ უნდა ართულებდეს ტექსტის წაკითხვას.

შაბლონის არჩევის შემდეგ

შაბლონის შეცვლა ტექსტს არ შეცვლის, ამიტომ შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტი სცადოთ და აირჩიოთ ის, რომელიც უფრო ადვილად იკითხება.

გააზიარე

FacebookTelegramWhatsApp

ხშირად დასმული კითხვები

რომელი შაბლონია საუკეთესო?

ერთი საუკეთესო შაბლონი არ არსებობს. ის უნდა იყოს გასაგები და თქვენი სფეროს შესაფერისი.

შეიძლება თუ არა შაბლონის შეცვლა შევსების შემდეგ?

დიახ. რედაქტორში შაბლონის შეცვლისას თქვენი ტექსტი უცვლელი რჩება.

მზად ხარ CV-ის შესაქმნელად?

დაიწყე რეგისტრაციის გარეშე და ჩამოტვირთე PDF.

CV-ის შექმნა