JobLab
ყველა ნიმუში

პროგრამისტის CV-ის ნიმუში

პროგრამისტის CV-ში დამსაქმებელი უპირველესად ტექნოლოგიებს, პროექტებს და გამოცდილებას ეძებს. ნიმუშში ჩანს, როგორ გამოყოთ ტექნოლოგიები ცალკე და მოკლედ აღწეროთ გამოცდილება.

ნიმუშში ადამიანი, კომპანიები და თარიღები გამოგონილია. ჩაანაცვლე შენი მონაცემებით.

დავით ნიმუშაშვილი

პროგრამისტი (ვებ-დეველოპერი)

  • name@example.com
  • +995 5XX XX XX XX
  • თბილისი

შესახებ

ვებ-დეველოპერი ფრონტენდისა და ბექენდის დეველოპმენტის გამოცდილებით. წერს სუფთა კოდს, კარგად მუშაობს გუნდში და ახალ ინსტრუმენტებს სწრაფად ითვისებს.

სამუშაო გამოცდილება

ვებ-დეველოპერი

2021 – დღემდე

კომპანია „ნიმუში“, თბილისი

  • ვქმნი და ვაუმჯობესებ ვებ-აპლიკაციების ინტერფეისს და სერვერულ ნაწილს.
  • ვწერ ავტომატურ ტესტებს და ვამოწმებ გუნდის წევრების კოდს (code review).
  • API-ების საშუალებით ვაერთებ გარე სერვისებს.

უმცროსი დეველოპერი

2019 – 2021

სტარტაპი „ნიმუში 2“, თბილისი

  • არსებულ პროდუქტში ვამატებდი მცირე ფუნქციებს.
  • ვასწორებდი შეცდომებს და ვაუმჯობესებდი დოკუმენტაციას.

განათლება

უნივერსიტეტი X

2015 – 2019

ბაკალავრი, კომპიუტერული მეცნიერებები

უნარები

  • JavaScript და TypeScript
  • React
  • Node.js
  • SQL ბაზები
  • Git
  • REST API

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური (B2)

ინგლისური ვერსია

რჩევები

  • ტექნოლოგიები დაჯგუფეთ მიმართულებით: ენები, ფრეიმვორკები, მონაცემთა ბაზები, ინსტრუმენტები.
  • პროექტის აღწერისას მიუთითეთ, რა ამოცანას წყვეტდით და რა იყო თქვენი როლი. თუ გაქვთ GitHub-ის ბმული, დაამატეთ.
  • ჩამოწერეთ მხოლოდ ის ტექნოლოგიები, რომლებზეც გასაუბრებაზე თავისუფლად ისაუბრებთ.

გააზიარე

FacebookTelegramWhatsApp

ხშირად დასმული კითხვები

რამდენგვერდიანი უნდა იყოს პროგრამისტის CV?

ხშირად საკმარისია ერთი გვერდი. ხანგრძლივი გამოცდილების შემთხვევაში ორი გვერდიც მისაღებია, თუ მთავარი ინფორმაცია პირველივე გვერდზე ჩანს.

უნდა დავამატო თუ არა პირადი პროექტები?

დიახ, განსაკუთრებით, თუ გამოცდილება ცოტა გაქვთ. აღწერეთ პროექტის მიზანი და გამოყენებული ტექნოლოგიები.

მზად ხარ CV-ის შესაქმნელად?

დაიწყე რეგისტრაციის გარეშე და ჩამოტვირთე PDF.

CV-ის შექმნა