სამედიცინო წარმომადგენელი
ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 2 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 8 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 405175206
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“ იწვევს მიზანდასახულ და ენერგიულ კანდიდატებს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სამუშაოდ აჭარისა და გურიის რეგიონში. ვაკანსია: სამედიცინო წარმომადგენელი კომპანია: შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“ სამუშაო ლოკაცია: აჭარა, გურია სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: სამიზნე აუდიტორიასთან (ექიმებთან და ფარმაცევტებთან) ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; კომპანიის პროდუქციის/მედიკამენტების შესახებ ამომწურავი სამეცნიერო ინფორმაციის პროფესიონალური წარდგენა და პრეზენტაცია; ყოველდღიური საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგების (Reporting) დროული წარმოება ხელმძღვანელობასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება (სავალდებულოა); სამუშაო გამოცდილება: სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა); კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ფლობა საშუალო (Intermediate) დონეზე; მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა და აქტიური მართვის გამოცდილება (სავალდებულოა). პიროვნული და პროფესიული უნარები: გამართული ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის წარმართვის უნარი; ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; დროის სწორად მართვის, თვითორგანიზებისა და პუნქტუალურობის უნარი; კომპანია გთავაზობთ: კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას; შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას (კვარტალური ანაზღაურებით); პროფესიულ განვითარებას: ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და სწავლების პროგრამებს; კორპორატიულ პაკეტს (მათ შორის სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფას). FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა; განაცხადის გამოგზავნის წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: dtsikolia@berlin-chemie.com ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სამედიცინო წარმომადგენელი
ლე ლაბორატუა სერვიეს
სამედიცინო წარმომადგენელი
ავერსის კლინიკა
სამედიცინო წარმომადგენელი
ოსტეო დენტაშოპი
≈ 1500 ₾
