საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყ. უფროსი
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბანკი ქართუ
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 4 · საიდენტიფიკაციო კოდი: 204891652
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს " ბანკი ქართუ " აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. დეპარტამენტი / განყოფილება: პლასტიკური ბარათების დეპარტამენტი / საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილება. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ფუნქციები და მოვალეობები: ** საბარათე პროდუქტებთან და საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა; ** საბარათე ოპერაციების ყოველდღიური მონიტორინგი; ** ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავება ან/და არსებული კონტროლის მექანიზმების სრულყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება; ** დაფიქსირებული ინციდენტების კვლევა/ანალიზი და შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებების ინიცირება; ** რეგულატორული, სტატისტიკური და ანალიტიკური რეპორტინგის მხარდაჭერა; ** საბარათე საჩივრების პროცესის მართვა; ** მერჩანტების ბრუნვების მონიტორინგი და რისკების მინიმიზაციის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება; ** საგადახდო სისტემებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** პოტენციური მერჩანტების შეფასება და სავალდებულო მოთხოვნების კონტროლი; ** თანამშრომლების გადამზადების პროცესში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულო: ** უმაღლესი განათლება; ** საგადახდო/საბარათე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ფლობა. სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები: ** ორგანიზაციული უნარები; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/e1MQ
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
თბილისი
ცვლილებები და მათი გავლენა ხარისხის მართვის სისტემებზე
ეს დი სი ჯგუფი
უფროსი IT მხარდაჭერის/სისტემის ადმინისტრატორი
Geosoft Cloud