როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ტალენტ ჰანთერს ჰაბ
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 4
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ტალენტ ჰანთერს ჰაბ აცხადებს ვაკანსიას Junior Marketing Specialist-ის პოზიციაზე ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ Junior Marketing Specialist-ს უკრაინული პროდუქტული IT კომპანიის (iGaming სფერო) ინტერნეტმარკეტინგის დეპარტამენტში. ეს პოზიცია შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება digital marketing-ის მიმართულებით, ახალი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება და დინამიკურ გუნდში მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: Google Sheets-ის ან Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა; დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი და მონაცემებთან და ტექნიკურ პარამეტრებთან მუშაობისას დეტალებისადმი ყურადღება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისტემური მიდგომა სამუშაოსადმი; დავალებების შესრულებისას პროაქტიულობა, სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობისა და სამუშაოს სტრუქტურირების უნარი; კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; რუსული ენის თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირად, ისე წერილობით — აუცილებელია გუნდთან და ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაციისთვის. ძირითადი მოვალეობები: სარეკლამო კამპანიების გაშვებაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებთან კომუნიკაცია და მათი უწყვეტი მუშაობისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა (მობილური აპლიკაციები, PWA, ლენდინგ-გვერდები, სარეკლამო ბმულები); პროდუქტების სრული სამუშაო ციკლის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება: მომზადება, ტესტირება, განახლება და ტექნიკური პრობლემების ოპერატიულად მოგვარება - უშალო ხელმძღვანელის(უფროსის) დახმარებით, რჩევებით და მითითებებით. ტექნიკური კავშირების გამართვა და მათი სწორად მუშაობის შემოწმება: ბმულები, გადამისამართებები (redirects), ტრეკინგი და postback-ები; პროდუქტების ხარისხისა და სტაბილურობის კონტროლი, მათი გამართულად მუშაობის მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული ჩანაცვლება; ანგარიშების მომზადება და წარმოება, შიდა მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების (Google Sheets / Excel) განახლება და აქტუალურობის უზრუნველყოფა. უპირატესობად ჩაითვლება: digital marketing-ისა და სარეკლამო კამპანიების გაშვების პროცესების საბაზისო ცოდნა; სარეკლამო ბმულებთან, ტრეკინგთან და ვებპროდუქტებთან მუშაობის საბაზისო ტექნიკური უნარები; Keitaro-სთან ან სხვა ტრეკინგ-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. რას გთავაზობთ: სრულად დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული და კარიერული განვითარების, ასევე ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას; digital marketing-ის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას უშალოდ სფეროს სპეციალისტებისგან-ხელმძღვანელობისგან; საინტერესო და მრავალფეროვან ამოცანებზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენას; გუნდთან თანამშრომლობისა და მარკეტინგული პროცესების პრაქტიკაში შესწავლის შესაძლებლობას; სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00–20:00 (საქართველოს დროით), ერთსაათიანი შესვენებით; ანაზღაურებად შვებულებასა და ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად გაცდენის დღეებს. თუ გსურთ პროფესიული განვითარება მარკეტინგის სფეროში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე — მოხარული ვიქნებით თქვენი გაცნობით! დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: h.siniakova@thhub.io
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
ემტექნიკსი
უმცროსი ფინანსური სპეციალისტი
TAZE Technologies
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი