საწყობის მენეჯერი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 28 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 28 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 2 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ინტრაკო ნუტრიშენი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 436039519
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" ინტრაკო ნუტრიშენი " ცხოვლების საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ პროფესიული ზრდის შესაძლებლობას, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და ღირსეულ ანაზღაურებას. სავალდებულო მოთხოვნები: ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ** საწყობის თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდის მართვის უნარი. ** საოფისე პროგრამების ცოდნა. ** სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. ** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი. ფუნქცია - მოვალეობები: ** საწყობში მისაღები და გასაცემი პროდუქციის რაოდენობრივი კონტროლი. ** საწყობის თანამშრომლების სათანადოდ მართვა დაკისრებული მოვალეობების სწრაფად და ხარისხიანად შესასრულებლად. ** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება. ** მარაგების მუდმივი კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროულად აღმოფხვრა. ** პერიოდული გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება. ** საწყობის ახალი თანამშრომლების მუდმივი ძიება. ** დისტრიბუციის მანქანების დროული დატვირთვა და გამზადება, რათა არ შეფერხდეს საოპერაციო პროცესები. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დრო - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე. ** სამუშაო ადგილი - გარდაბნის რაიონი, სოფელი თელეთი. (ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე). ** თანამშრომლების გადაადგილებას მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და უკან უზრუნველყოფს სამსახურებრივი ავტომობილი. ** ანაზღაურება - 5000+ ლარი ბონუსების გათვალისწინებით, კადრის კომპეტენციებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. დაინტერესებულმა პირებმა თქვენი სივი გამოგზავნეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე - info@intraco.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საწყობის მენეჯერი საავიაციო ტერმინალში
საქართველოს ფოსტა
საწყობის თანამშრომელი
საქართველოს ფოსტა
