მოლარე-კონსულტანტი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Manamo Home
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში. ვაკანტური ადგილები: ვაკე, თბილისი მოლი რას გთავაზობთ ჩვენ: ** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში; ** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს: 2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება 4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება; ** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი; ** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება; ** სალარო ოპერაციების შესრულება; ** საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@manamohome.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი ვაკე ან მოლარე-კონსულტანტი თბილისი მოლი. გთხოვთ გაითვალისწინოთ: რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მოლარე-კონსულტანტი
რანიცა
≈ 1200 ₾
მოლარე-კონსულტანტი
Manamo Home
მოლარე-კონსულტანტი
ტანსაცმლის მაღაზია
≈ 1000 ₾