როგორ მივმართო
- განთავსდა
- 30 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 30 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 4 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Infinity Solutions
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორს ქართულ ენოვან მომხმარებლებთან სამუშაოდ. თუ მარტივად ამყარებ კომუნიკაციას, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შედეგზე ხარ ორიენტირებული, შემოგვიერთდი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება ** გაყიდვებსა და შედეგზე ორიენტირებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი ** უარზე სწორი რეაგირების უნარი უპირატესობად ჩაითვლება: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ** ქოლცენტრში, ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ** სატელეფონო გაყიდვებსა და CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ფუნქცია-მოვალეობები: ** პოტენციურ კლიენტებთან პრაქტიკული სატელეფონო კომუნიკაცია (ცივი ზარები) ** კომპანიის პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მკაფიოდ და დამაჯერებლად მიწოდება ** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა ** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ზარების განხორციელება ** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების შეთანხმება და ჩანიშვნა ** CRM სისტემაში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის, კომუნიკაციის შედეგებისა და შემდგომი მოქმედებების სრულყოფილად, ზუსტად აღრიცხვა ** განსაზღვრული სამუშაო გეგმისა და მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად მუშაობა ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება სამუშაო პირობები და ანაზღაურება: ** მისამართი - ვაკე, მ. თამარაშვილის 11ა ნომერი ** ფორმატი - ოფისიდან, არ განიხილება დისტანციური ვარიანტი ** გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. შუალედში 1 საათიანი შესვენების შესაძლებლობა ** ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი , + 5%-იანი ბონუსი ყველა წარმატებით დახურული ქეისიდან, რომლის პირველადი ინიციატორიც იქნება გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი შერჩევის პროცესი: ** დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე ** მიღებული რეზიუმეების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით და გავმართავთ მოკლე გასაუბრებას ** სატელეფონო გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს მოვიწვევთ ოფისში პირისპირ გასაუბრებაზე ** საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირისპირ გასაუბრების შედეგის საფუძველზე ** გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამომიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: sales@infinity.com.ge . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი". გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების ოპერატორი - დეკრეტის შემცვლელი
საქართველოს ფოსტა
გაყიდვების ოპერატორი
საქართველოს ფოსტა
გაყიდვების ოპერატორი
საქართველოს ფოსტა
