როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 8 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 13 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საადვოკატო ოფისი
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
საადვოკატო ოფისი აცხადებს ვაკანსიას საერთო სპეციალობის მქონე იურისტის პოზიციაზე, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ექნება. შესაძლებელია სამუშაოს დისტანციურად შესრულება. ძირითადი მოვალეობები: ** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა; ** წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ** შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება; ** სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება; ** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახური მოთხოვნების შესაბამისად. ** ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშის, კვლევის, საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მომზადება; ** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება; ** ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება; ** საჭიროების შემთხვევაში საადვოკატო ოფისის სხვა პროექტებში დახმარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით); ** სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება); ** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; ** ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი; სახელფასო განაკვეთი - 4 500 ლარი დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: loovir.hr@gmail.com და subject-ში მიუთითეთ იურისტი. ** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე; ** ადვოკატის მოწმობის ასლი.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სარჩელების მომზადების იურისტი
ფინბიურო
თბილისი
უმცროსი იურისტი
პრობლემური აქტივების სააგენტო
