- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 2 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
AutoBidMaster
ღია ვაკანსია: 4
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
"AutoBidMaster" არის 17-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ამერიკის ავტო აუქციონებზე ავტომობილების შეძენასა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირებაში ეხმარება. საქართველოს ბაზარზე გაფართოების მიზნით, ჩვენს გუნდში ვეძებთ მიზანმიმართულ და გამოცდილ გაყიდვების აგენტს რუსთავში . თუ გსურთ წარმატებული კარიერის შექმნას საერთაშორისო კომპანიაში და თქვენი შემოსავლის გაზრდა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა! სამუშაოს აღწერა: ** ყოველდღიური კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან (ზარები, WhatsApp, ელ.ფოსტა). ** აშშ-ის აუქციონებზე ავტომობილების შეძენის პროცესის კონსულტირება პოტენციური მომხმარებლებისთვის ჩვენი პლატფორმის მეშვეობით. ** შესყიდვის სრული ციკლის მართვა - ფასის შეთავაზება (ბიდინგი), გადახდების პროცესების მართვა, ავტომობილის დანიშნულების ადგილამდე მიწოდება. ** კლიენტების ბაზის გაფართოება და გაყიდვების ყოველთვიური გეგმის სტაბილურად შესრულება. ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, უკუკავშირის მიღება და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ** მომხმარებლებისა და შიდა საერთაშორისო გუნდების მოთხოვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება. მოთხოვნები: ** ავტომობილების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ან აშშ-ის ავტო აუქციონების (Copart, IAAI და ა.შ.) ინდუსტრიის საფუძვლიანი ცოდნა. ** რუსული და ინგლისური ენების (ზეპირი და წერილობითი) მაღალ დონეზე ფლობა. ** მოლაპარაკებებისა და დარწმუნების შესანიშნავი უნარი, წინააღმდეგობების დაძლევისა და გარიგების წარმატებით დასრულების გამოცდილება. ** პრიორიტეტების სწორად დალაგება, ერთდროულად რამდენიმე კლიენტთან მუშაობისა და ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვის უნარი. ** CRM სისტემებთან, ZenDesk-სა და MS Office-თან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი გაყიდვებიდან (საკომისიო). ** სრული განაკვეთი (ოფისში მუშაობა - რუსთავი). ** აშშ-ისა და ევროპის პროფესიონალებისგან შემდგარ საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობა. ** კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობა. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე მოცემულ ბმულზე: https://autobidmaster.bamboohr.com/careers/155?source=aWQ9MzI%3D
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
HoReCa-ს გაყიდვების აგენტი
Provider.ge
გაყიდვების აგენტი 2
Big Click
გაყიდვების აგენტი
დიპლომატ ჰოლდინგი
