გაყიდვების კონსულტანტი
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 24 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მანდარინა
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" MANDARINA " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში. "MANDARINA"-ს მაღაზიაში სამკაულებს ყიდი და მომხმარებელს არჩევაში ეხმარები. გამოცდილება სავალდებულო არ არის, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. სრული განაკვეთია: კვირაში 6 დღე და 1 დასვენების დღე, ცვლები როტაციულია. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე. გრაფიკი: ** დღეების უმეტესობა ექვსსაათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე თორმეტსაათიანია. ** კვირაში 6 სამუშაო დღეა და 1 დასვენების დღე. ცვლები როტაციულია, მუდმივად მხოლოდ დილის ან მხოლოდ საღამოს ცვლა ვერ იქნება. ** მაღაზია შაბათ-კვირასაც მუშაობს, ამიტომ დასვენების დღე ყოველთვის შაბათ-კვირას არ ემთხვევა. ** მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის. სამუშაო ადგილი: ** აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37 ** პიქსელი, ჭავჭავაძის გამზ. 34 ** გალერეა თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4 ** სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70 ** სითი მოლი (გლდანი), ვეკუას ქ. 1 ** ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2 ** თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: https://careers.wegroup.ge/9yaj/jg/wa რას გთავაზობთ: ** ყველაფერს ადგილზე გასწავლით ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება ** ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე ** ძირითადად 6-საათიანი ცვლები რას გააკეთებ: ** დახვდები მომხმარებელს, გაიგებ რას ეძებს და შესაფერის სამკაულს შეურჩევ ** მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე ** მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ ** იმუშავებ სალაროსთან ** იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს ჩვენი მოლოდინი: ** 18 წელი და მეტი ** ქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა) ** მომხმარებელთან საუბრისა და მოსმენის უნარი ჩვენ შესახებ: "wegroup" 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით "REDBERRY" და "MANDARINA". ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს "SOKOLOV", "UNOAERRE", "NOMINATION", "Nature Bijoux" და "Ori Tao". როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია: რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია. მოგვწერე WhatsApp-ში: https://careers.wegroup.ge/9yaj/jg/wa ან შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/9yaj/jg პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების კონსულტანტი
ლამინარტი
ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
გრანდ ელექტრონიქსი
