როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- არასრული განაკვეთი
- განთავსდა
- 5 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 5 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 10 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
- საქმიანობა
- არასამეწარმეო საქმიანობა
- დაარსდა
- 1999
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 202051536
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება " არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში. ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი სიცოცხლე და ღირსება. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში ეძებს ენერგიულ, აქტიურ თანამშრომლებს გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში. სამუშაოს მდებარეობა: თბილისი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის სხვადასხვა ფილიალი, თბილისი ცენტრალი, ბაზარი ორბელიანზე, ვაკის პარკი და ა.შ.) ჩვენ გთავაზობთ: ** საათობრივ ანაზღაურებას სრული განაკვეთი - დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში, პლიუს ბონუსი. ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00). ** მინიმუმ 12 საათი კვირაში. ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები: ** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ** საჯარო სივრცეებში კონტაქტის დამყარება პოტენციურ დონორებთან; ** პოტენციურ დონორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია; ** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან, შინაგანაწესის დაცვა; ** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. ** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები: (ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც) ** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია); ** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი; ** უცხო ენების ცოდნა (სასურველია); ** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი; ** გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობისა და წარმოშობილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებთან გამკლავების უნარი; ** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: f2fprojectmanager@redcross.ge და admin@redcross.ge . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - თბილისში". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად. გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების აგენტი
დიპლომატ ჰოლდინგი
უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
Dream House
≈ 1500–9000 ₾