გაყიდვების მენეჯერი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
დიპლომატ ჰოლდინგი
- საქმიანობა
- დისტრიბუცია
- დაარსდა
- 2002
ღია ვაკანსია: 7 · საიდენტიფიკაციო კოდი: 204987862
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სადისტრიბუციო კომპანია " დიპლომატ ჰოლდინგი " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა - Frixx, Perfetti Van Melle, Ehrmann, Choco Pie, Anacom, Hochland, White Bear, Cherkizovo, Ramensky, Obetros. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://diplomatholding.com.ge/ პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებულობა ** პუნქტუალურობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შედეგებზე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** განვითარებასა და ზრდაზე ზრუნვა; ** დაგეგმარება და სამოქმედო გეგმის მიხედვით დროის განაწილების უნარი. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების პრინციპების ცოდნა; ** მენეჯერის მოვალეობების ცოდნა; ** საკუთარი ავტომანქანა; ** სავაჭრო მარკეტინგის და მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კლიენტებთან მოლაპარაკების ეფექტური წარმართვა; ** ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე; ** გაყიდვების სტიმულირება; ** გაყიდვების დაგეგმვა, ანალიზი და კონტროლი; ** გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა; ** დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა; ** ყოველკვირეული რეპორტინგი; პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათი პარასკევის ჩათვლით - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. ** ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@holding.com.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი
SME ლიზინგის მენეჯერი - გაყიდვების მენეჯერი
თიბისი ლიზინგი
გაყიდვების მენეჯერი ავტოლიზინგის გუნდში
თიბისი ლიზინგი