როგორ მივმართო
- განთავსდა
- 10 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 10 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 15 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სქი-გუდაური
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სათხილამურო სკოლა და გაქირავება "Ski Gudauri" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის/გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: გუდაური სამუშაო პერიოდი: სეზონური — დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 კვირაში 6 სამუშაო დღე ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია; ** მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა; ** CRM სისტემაში ჯავშნებისა და მომხმარებლის ინფორმაციის მართვა; ** ჯავშნების მიღება და ადმინისტრირება; ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ადგილზე და ონლაინ; ** ყოველდღიური საორგანიზაციო და ადმინისტრაციული პროცესების მართვა; ** კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების ან/და ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება; ** კარგი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა; ** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** სხარტი აზროვნება და სწრაფად რეაგირების უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** პერფორმანსზე დაფუძნებულ კარგ საბონუსე სისტემას; ** ანაზღაურებად ზეგანაკვეთურ სამუშაოს; ** საცხოვრებლით უზრუნველყოფას გუდაურში; ** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას; ** სამუშაოს დაწყებამდე შესაბამის გადამზადებას - Ski Gudauri-ს მუშაობის სპეციფიკას, შიდა პროცესებსა და სისტემებთან მუშაობას ადგილზე შეგასწავლით; ** აქტიურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო მომხმარებლებთან, დაწინაურების პერსპექტივით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე info@skigudauri.ge .
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების წარმომადგენელი
VitaVida
≈ 1000 ₾
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი