პედაგოგი/თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 12 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 28 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 2 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საქართველოს კარიტასი
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის (თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელი) პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** მომსახურება/პროექტი: ბავშვთა დღის ცენტრი "მზესუმზირები"; ** სამუშაო გრაფიკი: 4 საათი (14:00-18:00 კვირაში სამი დღე); ** დაწყების თარიღი: 01.11.2026; ** ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის; ** ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით; ** ადგილმდებარეობა: თ. ერისთავის ქ #23, თბილისი, საქართველო. სამუშაო მიზანი: სოციალურად დაუცველი ბავშვების რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. ძირითადი მოვალეობები: ** შეარჩიოს სცენარი ბავშვების ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად; ** წარმოდგენები უზრუნველყოს შესაბამისი დეკორაციებით, რეკვიზიტებითა და კოსტიუმებით; ** იზრუნოს ბენეფიციართა მეტყველების, სცენური მოძრაობისა და ოსტატობის სწავლებაზე; ** სამუშაო განრიგის მიხედვით გათვალისწინებულ საათებში ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით დადგას თეატრალური წარმოდგენები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება (მსახიობი, რეჟისორი); ** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება; ** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება; ** წერითი და ანალიტიკური უნარები. განაცხადის შეტანა: სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე: tamar.chaduneli@caritas.ge გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია. "საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28.10.2026 ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge ; https://www.facebook.com/caritas.georgia
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი