HR სპეციალისტი
ბათუმი2000–2500 ₾
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 15 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 20 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
აღწერა
- სპორტ დარბაზში ცხადდება ვაკანსია HR სპეციალისტი ს პოზიციაზე.
- სავარაუდო ხელფასი 2000 -2500 ლარი
- სამშაო განაკევთი - ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ - 18:00 სთ
- ძირითადი მოვალეობები:
- პერსონალის საჭიროებების განსაზღვრა ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით და შერჩევის სრული პროცესის მართვა;
- კანდიდატების მოძიება, გასაუბრება და პროფესიულ კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და გამოსაცდელი პერიოდის შეფასების პროცესების ორგანიზება;
- შრომითი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, ბრძანებების, სამუშაო აღწერილობებისა და თანამშრომელთა პირადი საქმეების მომზადება და ადმინისტრირება;
- შრომითი ურთიერთობის დაწყების, ცვლილებისა და შეწყვეტის პროცესების მართვა კანონმდებლობისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში იურისტთან კოორდინაციით;
- სამუშაო დროის აღრიცხვის კონტროლი; ცვლების, ღამის მუშაობის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, დასვენებისა და შვებულებების მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა შესაბამის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით;
- დისციპლინური საკითხების დოკუმენტირება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა უფლებამოსილების ფარგლებში;
- თანამშრომელთა შეფასების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების პროცესების დანერგვა და კოორდინაცია;
- კაზინოს მომსახურების, პროფესიული ეთიკის, კონფიდენციალურობისა და შიდა წესების შესახებ სწავლების ორგანიზება შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობით;
- HR პოლიტიკებისა და შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
- პერსონალის ბრუნვის, ვაკანსიების, დასწრებისა და სხვა ძირითადი HR მაჩვენებლების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება;
- თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების დაცული დამუშავებისა და დოკუმენტებზე უფლებამოსილების შესაბამისი წვდომის უზრუნველყოფა.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის HR პროცესების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
- საქართველოს შრომითი კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა და საკადრო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
- პერსონალის შერჩევის, თანამშრომელთა ადაპტაციისა და შრომითი ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
- ცვლიან სამუშაო რეჟიმში მოქმედი ორგანიზაციის HR პროცესების ცოდნა;
- სამუშაო დროის აღრიცხვისა და სახელფასო მონაცემების მომზადების პრინციპების ცოდნა;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
- HR პროგრამებსა და სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემებთან მუშაობის უნარი;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
- დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ltd.kalanda@gmail.com
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
აჭარა ტექსტილი
ბათუმი
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation