შემომყვანი ტურ-ოპერატორის პრაქტიკული ტრენინგი
კომპანია
- დარჩენილია 10 დღე
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 6 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 10 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
აღწერა
შემომყვანი ტურ-ოპერატორის პრაქტიკული ტრენინგი თუ გინდა ტურიზმის სფეროში მუშაობა და მხოლოდ თეორიული ცოდნა არ გაკმაყოფილებს, ეს კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მიიღო რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება. კურსის განმავლობაში ისწავლი: ** როგორ მუშაობს შემომყვანი ტურ-ოპერატორი და DMC რეალურ სამუშაო გარემოში ** როგორ შექმნა ტურისტული პაკეტი — Inquiry-დან Itinerary-მდე და საბოლოო შეთავაზებამდე ** რეალური ტურ-პაკეტების დათვლა, თვითღირებულების, მარჟისა და გაყიდვის ფასის განსაზღვრა ** სასტუმროებთან, გიდებთან, მძღოლებთან და სხვა მომწოდებლებთან მუშაობის პრაქტიკა ** B2B გაყიდვები, უცხოურ სააგენტოებთან და რეალურ კლიენტებთან კომუნიკაცია ** რეალური ჯავშნების მართვა, ტურების ოპერირება და პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტა ** პრაქტიკული სიმულაციები და რეალურ სამუშაო პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებული სწავლება ** სასტუმროს პრაქტიკული ვიზიტი და ტურ-ოპერატორის თვალით მისი შეფასება კურსი მოიცავს 8 პრაქტიკულ შეხვედრას ხანგრძლივობა — 1 თვე ღირებულება — 350 ₾ კურსზე რეგისტრაციის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე ჩვენი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ იცოდე, რას აკეთებს ტურ-ოპერატორი, არამედ შეძლო რეალური მოთხოვნის მიღება, პაკეტის მომზადება, ფასის დათვლა, კლიენტთან კომუნიკაცია და ჯავშნის მართვა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: info@nsgeorgia.ge (subject- ტრენინგი)
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
დიჯითალ ოპერატორი
თიბისი
დიჯითალ ოპერატორი
თიბისი
ბობქეთი - BobCat ოპერატორი
ლიდერ დეველოპმენტი
