როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- განთავსდა
- 7 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 1 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 6 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მეფუტკრე
- საქმიანობა
- დისტრიბუცია
- დაარსდა
- 2012
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 406062022
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს „მეფუტკრე“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში. ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს. რას გთავაზობთ? წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს; დღიურად საშუალოდ 10–20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას; სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00–14:00 საათისთვის; სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს. ძირითადი მოვალეობები: ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა; პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში; ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით; მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი. მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება; თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; კარგი მათემატიკური უნარები; ენერგიულობა და პუნქტუალურობა; დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პირობები: ანაზღაურება: 1 200 ლარი; სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „დისტრიბუტორი“
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
დისტრიბუტორ-ოპერატორი
ბარისტო
თბილისი · ≈ 2000 ₾
თბილისი · ≈ 1400–1700 ₾
თბილისი · ≈ 1100–1500 ₾
