როგორ მივმართო
- განთავსდა
- 26 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 26 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 30 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Regon
ღია ვაკანსია: 2
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
" REGON " არქიტექტურული ფასადის მასალების იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით საქმიანობს. ჯგუფში შემავალ კომპანიებთან ერთად, REGON უზრუნველყოფს შენობების ფასადების სრულ მიწოდების ჯაჭვს — მასალების შერჩევიდან და მომარაგებიდან ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და პროექტის განხორციელების ჩათვლით. პოზიციის მიზანი: კორპორატიული კლიენტების მოზიდვა, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული 2, 500 ლარი + ბონუსი ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობისა და არსებული კომერციული შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე ორწლიანი გაყიდვების გეგმის შემუშავება დამფუძნებლებთან ერთად; ** დამტკიცებული გეგმის შესაბამისად გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობებისა და სამოქმედო პრიორიტეტების განსაზღვრა; ** სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში პოტენციური კლიენტებისა და პროექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის მართვა; ** კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება, მათი საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა; ** კომპანიის საინჟინრო და საოპერაციო გუნდებთან თანამშრომლობა კლიენტებისთვის ოპტიმალური შეთავაზებების მოსამზადებლად; ** გაყიდვების შედეგების პერიოდული შეფასება, გეგმის შესრულების მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სამშენებლო სექტორში, სამშენებლო მასალების ან ტექნიკური პროდუქტების გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და საქმიანი ურთიერთობების მართვის გამოცდილება; ** კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანი შეხვედრებისა და ბიზნესღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის ბიზნესლანჩების დაგეგმვა და ჩატარება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მიზნით; ** კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და პრეზენტაციის უნარი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ** უმაღლესი განათლება ბიზნესის, მშენებლობის, ინჟინერიის ან არქიტექტურის მიმართულებით სავალდებულოა. პიროვნული და პროფესიული უნარები: ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** შედეგზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; ** ინიციატივის გამოჩენისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების აღმოჩენის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** საერთაშორისო ბრენდებთან და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ბიზნესის განვითარებაში მონაწილეობას და შესაბამისი performance/project-based bonus სისტემას. პოზიცია ექვემდებარება მმართველ პარტნიორს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: sandro.sokhashvili@regon.ge .
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კაბინეტი
გაყიდვების მენეჯერი
პისიშოპ.ჯი
≈ 1000 ₾
გაყიდვების/დისტრიბუციის მენეჯერი
კომპანია