როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 26 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 26 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 30 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საბუდარა
- საქმიანობა
- კვების პროდუქტები
- დაარსდა
- 2012
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 426520213
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
წარმოების ზრდიდან გამომდინარე შპს " საბუდარა " აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ-იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი პოზიციაზე. მეფრინველების სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა - ქართული მეფრინველეობა 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი. ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. შპს საბუდარა ბოლო წლების მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან. თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვნება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე); ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უცხოელ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა; ** საექპოპრტო პროდუქციასთან დაკავშირებით შეკვეთების მიღება; ** საბაჟო სამსახურისათვის (ექპორტ-იმპორტთან დაკავშირებული) დოკუმენტაციის მომზადება; ** ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** ექპორტირებული/იმპორტული საქონლის ანალიზი და ანგარიშგების წარმოება; ** პროდუქციის შეკვეთა; ** ტრანსპორტირების ორგანიზება და მონიტორინგი; ** მომწოდებლებისგან პროდუქციის საბუთების ასლების მიღება, გაცნობა და მათი სისწორის დადასტურება; ** საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის (ფიტო და ვეტერინარული) მართვა და კონტროლი; ** განბაჟების განხორციელება; ** ხელმძრავნელის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება (პოზიციის შესაბამისი საქმიანობის ირგვლივ). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა; ** ასიკუდას (ASYCUDA) ცოდნა ცაითვლება უპირატესობად; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; ** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიულ განვითარებას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** კვებას საწარმოს ხარჯზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევას საწარმოს ხარჯზე; მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2, 2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინტიტუტის მოპირდაპირე მხარეს) Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუქა თვალსაჩინოებისთვის. ტელ: 551 346 555 / 599 50 22 86 დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: Sabudara2005@gmail.com გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
≈ 1000 ₾
საწყობის მენეჯერი
ნუტრიმაქსი
