სამუშაოთა მწარმოებელი სამშენებლო კომპანიაში
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 24 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ართვინ ჯორჯია
- საქმიანობა
- სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
- დაარსდა
- 2008
ღია ვაკანსია: 3 · საიდენტიფიკაციო კოდი: 200265364
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სამუშაოთა მწარმოებელი სამშენებლო კომპანიაში ძირითადი მოვალეობები: ** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, რაც გულისხმობს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროექტის სამუშაო გეგმის შემუშავებას, მიმდინარე სამუშაოების კალენდარული გეგმის შემუშავებას, სამუშაო რესურსების განაწილებისა და გამოყენების გეგმის შემუშავებას, დაქვემდებარებული პირებისათვის სამუშაო გეგმის გაცნობას; ** სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღება და კონტროლი, კერძოდ, სამუშაოების მიმდინარეობის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ჯეროვანი, დროული გამოყენებისა და დაქვემდებარებულ პერსონალზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და დროულად შესრულების კონტროლი; ** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა- კონტროლი; ** სამუშაოების განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად; ** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფორმა 2, ფორმა 3, ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა); ** პროექტის ფარგლებში საჭირო ცვლილებების უწყისების (ვარიაცია) მომზადება საჭიროების შემთხვევაში. აუცილებელი მოთხოვნებია: ** უმაღლესი განათლება; ** სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო სექტორში); ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel); ** საპროექტო ნახაზების სწორად წაკითხვის უნარი; ** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლიანი; ** დისციპლინირებული; ** პუნქტუალური. ** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. სამუშაო განრიგი: სრული ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე info@artwin.ge . აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანია
სამუშაოთა მწარმოებელი / ხარისხის კონტროლის მენეჯერი
სოლუმ პერსპექტივა
თბილისი