ქოლცენტრის ოპერატორი
კომპანია
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 15 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 15 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 20 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
აღწერა
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დღის ოპერატორის პოზიციაზე. რას მოიცავს პოზიცია? ** შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება; ** მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება; ** შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია; ** მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება; ** მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება; ვის ვეძებთ? ** ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი; ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ტრენინგი სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს. სამუშაო პირობები ** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (კენტი რიცხვები) და 09:00-18:00 (ლუწი რიცხვები). ** ანაზღაურება: 1600 ლარი დარიცხული ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ: ** სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს; ** გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას; ** ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას; ** დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ. თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ქოლცენტრის ოპერატორი
მოდუსი
ქოლცენტრის ოპერატორი
DYSON CAUCASUS
≈ 1800–3500 ₾
ქოლცენტრის ოპერატორი
სქოლიო
