როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სამორინე ფეიმ ბათუმი
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სამორინე "FAME BATUMI" (ქ. ბათუმი , ჟორდანია / ზ.გამსახურდიას ქ. N 8/15) აცხადებს ვაკანსიას მარაგების მაკონტროლებლის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები აღრიცხვა და მონიტორინგი: საწყობში არსებული ნაშთების მუდმივი კონტროლი, სპეციალური პროგრამების მეშვეობით. შესყიდვების დაგეგმვა: გაყიდვების ანალიზის საფუძველზე იმის განსაზღვრა, თუ როდის და რა რაოდენობის პროდუქციაა შესასყიდი. ინვენტარიზაცია: მარაგების პერიოდული ფაქტობრივი გადათვლა და მიღებული შედეგების პროგრამულ მონაცემებთან შედარება. ხარისხის კონტროლი: ვარგისიანობის ვადების, წუნდებული ან დაზიანებული საქონლის გამოვლენა და ჩამოწერა. რეპორტინგი: მარაგების ბრუნვადობის, დეფიციტური ან ნარჩენი პროდუქციის შესახებ ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის. საჭირო უნარ-ჩვევები და მოთხოვნები ანალიტიკური აზროვნება; პროგრამული უზრუნველყოფის ფლობა: MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და საწყობის მართვის პროგრამებში (R-Keeper / StoreHouse) მუშაობის გამოცდილება. დეტალებზე ორიენტირებულობა: მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი ფინანსური სხვაობა გამოიწვიოს. გამოცდილება არანკლებ 2 წელი; ინგლისური / რუსული ან თურქული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577115134 ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ჟორდანიას ქ. N 11 (სამორინეს ადმინისტრაციის ოფისი).
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მარაგების მართვის მენეჯერი
ჯეო ჰოსპიტალსი
გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი
სტანდარტი +
≈ 2000 ₾
