კორპორაციული გაყიდვების აგენტი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 8 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 13 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
SuperLunch
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კორპორაციული კვების კომპანია "SuperLunch"-ი ეძებს კორპორაციული გაყიდვების აგენტს "SuperLunch" კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს სთავაზობს გემრიელ, ჯანსაღ და ბალანსირებულ ლანჩს — მოსახერხებელი ონლაინ შეკვეთითა და ოფისში მიწოდებით. ვეძებთ კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც მოიზიდავს ახალ კორპორაციულ კლიენტებს. რას გააკეთებთ: ** მოიძიებთ პოტენციურ კლიენტ კომპანიებს და დაუკავშირდებით მათ HR-ებს, ადმინისტრაციასა და ხელმძღვანელებს; ** წარადგენთ SuperLunch-ის სერვისს, ონლაინ პლატფორმასა და თანამშრომლობის უპირატესობებს; ** გამოავლენთ კომპანიის საჭიროებებს — თანამშრომელთა რაოდენობას, კვების ბიუჯეტსა და მომსახურების სასურველ ფორმატს; ** ჩვენს გუნდთან ერთად დაგეგმავთ შეხვედრებს, დეგუსტაციებსა და საცდელ შეკვეთებს; ** წარმართავთ მოლაპარაკებებს და დაეხმარებით კომპანიას სერვისის დაწყებაში; ** შეინარჩუნებთ კონტაქტს მოყვანილ კომპანიებთან და ხელს შეუწყობთ შეკვეთების ზრდას; ** აწარმოებთ პოტენციური კლიენტებისა და მოლაპარაკებების მოკლე ანგარიშს. რას ველით თქვენგან: ** გაყიდვების ან კლიენტების მოზიდვის გამოცდილებას, სასურველია კორპორაციულ მიმართულებაში; ** ახალი კონტაქტების დამოუკიდებლად მოძიებისა და პირველი კომუნიკაციის დაწყების უნარს; ** გამართულ ქართულს, კარგ პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარებს; ** ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობასა და შეთანხმებების შესრულებას; ** Excel-ის ან Google Sheets-ის საბაზისო ცოდნას. უპირატესობა იქნება კომპანიების HR-ებთან და ადმინისტრაციულ გუნდებთან არსებული კონტაქტები, კვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება და ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა. თანამშრომლობისა და ანაზღაურების პირობები: ** მოქნილი გრაფიკი და კომპანიებთან შეხვედრები თბილისში; ** ანაზღაურება სრულად საკომისიოზეა დაფუძნებული; ** მიიღებთ თქვენ მიერ მოყვანილი კომპანიების შეკვეთებიდან რეალურად მიღებული შემოსავლის 5%-ს, დღგ-ის გარეშე; ** საკომისიო გერიცხებათ ყოველთვიურად, სანამ მოყვანილი კომპანია SuperLunch-ის კლიენტია და მისგან შემოსავალი მიიღება დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV და მოკლედ მოგვწერეთ თქვენი გაყიდვების გამოცდილების შესახებ: info@superlunch.ge
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების აგენტი
დიპლომატ ჰოლდინგი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
CLC Elevator
უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
Dream House