ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 26 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 26 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 31 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი - 40 საათი პროფესიული განვითარებისთვის - თეორიიდან პრაქტიკამდე ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" გთავაზობთ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას დამწყები და მომავალი ქცევითი თერაპევტებისთვის. კურსის ფარგლებში განხორციელდება: ** რეალურ თერაპიულ პროცესზე დასწრება და დაკვირვება; ** თერაპიული სტრატეგიებისა და სწავლების მეთოდების გაცნობა; ** ქცევითი მონაცემების აღრიცხვის პრაქტიკის გაცნობა; ** ინდივიდუალური პროგრამებისა და მიზნების განხორციელებაზე დაკვირვება; ** სესიების განხილვა და პროფესიული უკუკავშირის მიღება. კურსი საჭიროების შემთხვევაში შეიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ საათებს. მონაწილეობის წინაპირობა: ABA-ს საბაზისო 40-საათიანი კურსის (ABA Basics) წარმატებით გავლის სერტიფიკატი. ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულებისა და საბოლოო შეფასების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. დასაქმების შესაძლებლობა: შეფასებისა და შერჩევის საფუძველზე, განიხილება ცენტრში დასაქმების შესაძლებლობაც. სამუშაო პირობები: ** მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ, დიმიტრი უზნაძის 68; ** ხანგრძლივობა: 4-6 კვირა; ** ღირებულება: 400 ლარი . რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) და ABA-ს საბაზისო 40-საათიანი კურსის (ABA Basics) წარმატებით გავლის სერტიფიკატი. შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი". ისწავლე. დააკვირდი. განავითარე პროფესიული უნარები!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მეტყველების და ქცევითი თერაპევტ
ღია სახლი
ქცევითი თერაპევტი
პირველი ნაბიჯი საქართველო
სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული კურსი
DoSocial.ge