რესტორნის თანამშრომლები
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 3 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 3 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 8 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
რესტორანი ამარე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
პრემიუმ კლასის რესტორანი "ამარე" (კოსმონავტების სანაპირო #67) სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და პროფესიონალ კადრებს შემდეგ პოზიციებზე: ** მეხინკლე (შესაძლებელია გუნდთან ერთად); ** მემწვადე ; ** ცხელი კერძების მზარეული ; ** მიმტანი ; ** დიასახლისი (სისუფთავის უზრუნველყოფის მენეჯერი). ძირითადი მოთხოვნები პოზიციების მიხედვით: ** მეხინკლე: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოში პოპულარული ხინკლის ყველა ძირითადი სახეობისა და მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა. კულინარიული ინტერპრეტაციის, ახალი გემოებისა და ფორმების შექმნის უნარი; განიხილება როგორც ინდივიდუალური კანდიდატები, ასევე შეკრული გუნდი (მეხინკლე დამხმარეებთან ერთად); ** მემწვადე: ხორცის პირველადი და მეორეული დამუშავების, დაჭრის, დაბასტურმებისა და შენახვის ტექნოლოგიების ფლობა; მაყალსა და ღია ცეცხლზე მუშაობის გამოცდილება; პროდუქტის ხარისხის კონტროლი და შესაბამისი სტანდარტების დაცვა; ** ცხელი კერძების მზარეული: ქართული ტრადიციული და თანამედროვე სამზარეულოს ცოდნა; ** მიმტანი: მომსახურების სტანდარტების ცოდნა და დაცვა; კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და სტუმართმოყვარეობა; ** უცხო ენების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** დიასახლისი: სამზარეულოსა და დარბაზის სისუფთავის, ჰიგიენური ნორმების დაცვა; სისწრაფე და ენერგიულობა; ჭურჭლისა და ინვენტარის მოვლა-დასუფთავება სანიტარიული წესების დაცვით. ზოგადი მოთხოვნები ყველა კანდიდატისთვის: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა. დინამიკურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ და მზარდ სახელფასო ანაზღაურებას; კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს და მოქნილ გრაფიკს; საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info.amarerest@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +995 551 511 711 / +995 511 411 311
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
უსაფრთხოების თანამშრომელი
Tbilisi Marriott Hotel
საწყობის თანამშრომელი
საქართველოს ფოსტა
მიღება-განთავსების თანამშრომელი
სასტუმრო თეორია
