როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- არასრული განაკვეთი
- განთავსდა
- 2 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 2 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 6 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
გაგრა პლუსი
- საქმიანობა
- დისტრიბუცია
- დაარსდა
- 2002
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 250723971
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე როგორც სრულ ასევე ნახევარ განაკვეთზე. პოზიციაზე დასაქმდება რამდენიმე პირი. პირობები: ** სამუშაო პოზიციის დასახლება: საწყობის თანამშრომელი. ** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით ** სრული განაკვეთი - 08:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე ** ნახევარი განაკვეთი - 08:30 სთ დან 13:00 სთ-მდე ხელფასი: ** სრულ განაკვეთი 900 ლარი + 400 ლარი (დანამატი) ** ნახევარ განაკვეთი - 900 ლარი მოვალეობები: ** საწყობში მისაღები და გასაცემი ტვირთების სატრანსპორტო საშუალებაზე დროული და უსაფრთხო დატვირთვა / ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა. ** სასაწყობე მეურნეობებში ტვირთების გადაადგილებაში / გადაზიდვაში და დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება. ** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში. ** საწყობში შეკვეთების მომზადება, შეკვეთის ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი. ** სასაწყობე ტვირთებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა. ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სასაწყობე სამუშაოების შესრულება. ** პროდუქციის დასტიკერება, დამარკვა. ** საწყობში სამუშაო წესრიგის დაცვა / შენარჩუნება, საწყობის მოწესრიგება / დასუფთავება. ** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება. მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობა. ** პუნქტუალურობა. ** შრომისმოყვარე ** გუნდური მუშაობის უნარი. ** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.gagraplus@gmail.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი სრული განაკვეთი ან საწყობის თანამშრომელი ნახევარი განაკვეთი სათაურის ველში (Subject) . გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
≈ 1200–1300 ₾
