საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 5 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 5 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 10 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
GMT Pharma
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " ჯიემთი ფარმა " წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობას, ხარისხის უწყვეტ უზრუნველყოფასა და ზრდას და პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული ურთიერთობების შენებას. შპს ჯიემთი ფარმა აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** განაკვეთი: სრული რას გთავაზობთ ჩვენ?! ** დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს ** იდეების განხორციელების შესაძლებლობას ** მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს ** კარიერულ ზრდასა და განვითარებას რისი გაკეთება მოგიწევს ჩვენთან? ** საერთაშორისო მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შეკვეთების დაგეგმვა; ** პროდუქციის ფასების, წარმოებისა და მიწოდების პირობების ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე; ** ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება ხარისხის, ფასისა და სანდოობის კრიტერიუმებით; ** საბუთების მომზადება და კონტროლი (ინვოისები, შეფუთვის ფურცლები, სერტიფიკატები და სხვა); ** ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია; ** ბაზრის ყოველთვიური მონიტორინგი და ფასების შედარებითი ანალიზი კონკურენტულ გარემოში; ** პერიოდული ანგარიშგებების მომზადება შესყიდვებისა და დანახარჯების შესახებ; ** შიდა განყოფილებებთან (ბუღალტერია, საწყობი, გაყიდვები) ეფექტური თანამშრომლობა შესყიდვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის. რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე? ** უმაღლესი განათლება; ** შესყიდვების სფეროში მინ. 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა (წერილობითი და ზეპირი); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?! ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდთან მუშაობის უნარი; ** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: info@gmt-pharma.com ან დაგვიკავშირდით ტელ.: +995 577 116813. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
ემტექნიკსი
სტაჟირება შესყიდვების სპეციალისტის მიმართულებით
გრიდ ქონსთრაქშენი
თბილისი
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
