- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სანდომი
ღია ვაკანსია: 13
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „ სანდომი “ აცხადებს ვაკანსიას წარმოების დირექტორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) ანაზღაურება: შეთანხმებით ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ.მაკვანეთი. ფუნქცია/მოვალეობები: საწარმოო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზება; დადგენილი პროცედურების, შიდა რეგლამენტებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და სისტემური კონტროლი; წარმოების სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; საწარმოო გეგმების, გრაფიკებისა და დაგეგმილი მოცულობების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა; მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების შეფასება, ეფექტიანობის ზრდა და ოპტიმიზაციის ინიცირება; საწარმოო დოკუმენტაციის მართვა, პროცესების გაუმჯობესების მიზნით - შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და დანერგვა; ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის მარაგების ეფექტიანი დაგეგმვა და კონტროლი; ინვენტარიზაციის პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი; სურსათის უვნებლობის, ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის მკაცრი დაცვა და შესაბამისობის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით); ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; საკვების წარმოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად; საოფისე პროგრამების (MS Office) ეფექტურად გამოყენების უნარი; ორგანიზაციული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებული უნარი. პროფესიული და პიროვნული კომპეტენციები განვითარებული ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები, გუნდის მოტივაციისა და ეფექტური მართვის გამოცდილებით; სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზების ძლიერი უნარი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობით; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის კონტროლის უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი, როგორც შიდა გუნდთან, ისე გარე პარტნიორებთან; შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და სწრაფად ცვალებად/სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი; ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას; მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xsmdN8gd
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საოპერაციო დირექტორი
ბი ჯგუფი
გენერალური დირექტორი
STREAM
≈ 4000 ₾