როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 15 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 15 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 20 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Clean Factory
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"Clean Factory " — პრემიუმ ტექსტილის მოვლისა და ქიმწმენდის კომპანია — ეძებს რესეფშენის თანამშრომელს , რომელიც პროფესიონალურად დაუკავშირდება მომხმარებლებს, იქნება პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი და შეძლებს სამუშაო პროცესების სისტემურად მართვას. მისამართი: თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზირი 35 ხელფასი: 1 500 ლარი თვეში სამუშაო გრაფიკი: ცვლებით კომპანიის სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 08:00-20:00, შაბათი-კვირა 09:00-20:00 ძირითადი მოვალეობები ** მომხმარებლების მიღება, შეკვეთების მიღება და სისტემაში ზუსტად რეგისტრაცია. ** ნივთების რაოდენობის, მდგომარეობის, ლაქების და დაზიანებების, მოვლის ეტიკეტების (care label) შემოწმება, ფოტოთი და ჩანაწერებით დოკუმენტირება. ** ფასების, შეკვეთის მონაცემების და გადახდების სწორად ფიქსირება; რისკიანი ნივთების შეთანხმება უფროს ოსტატთან და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის წერილობითი თანხმობის მიღება. ** WhatsApp, Instagram, Facebook-ისა და სხვა არხებიდან მომართვების დროულად და პროფესიონალურად დამუშავება. ** მომხმარებლებისთვის მხოლოდ დადასტურებული ფასების, სერვისებისა და შესრულების ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ** შეკვეთების სტატუსის მონიტორინგი, ჩაბარებისა და საკურიერო სერვისის კოორდინაცია. ** პრეტენზიების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა, ცვლების მიღება-ჩაბარება და ყოველდღიური ანგარიშების სწორად წარმოება. მოთხოვნები კანდიდატისადმი ** მომხმარებელთა მომსახურების, რესეფშენის ან ადმინისტრაციულ სფეროში მინიმუმ 3 წლის გამოცდილება. ** ქართული ენის თავისუფალი ცოდნა (ზეპირი და წერილობითი) — სავალდებულოა. ** კომპიუტერთან, მესენჯერებთან, სოციალურ ქსელებთან და სამუშაო პროგრამებთან მუშაობის უნარი. ** პროფესიონალური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, სიზუსტე და პუნქტუალურობა. ** მრავალი დავალების სისტემურად მართვის, დეტალებზე ყურადღების და დაძაბულ სიტუაციებში მშვიდად ქცევის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** რუსული, ინგლისური და აზერბაიჯანული ენების ცოდნა. ** CRM-თან და ონლაინ მომხმარებელთა მომსახურებასთან მუშაობის გამოცდილება. ** პრემიუმ სერვისის, ტექსტილისა და ქიმწმენდის სფეროში გამოცდილება. რას გთავაზობთ? სტაბილურ სამუშაო გარემოს, სისტემურ სამუშაო პროცესებს, მომსახურების სტანდარტების ტრენინგსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. განაცხადისთვის CV გამოგზავნეთ მეილზე: cleanfactory2026@gmail.com სათაური: Reception - CLEAN FACTORY
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
უსაფრთხოების თანამშრომელი
Tbilisi Marriott Hotel
საწყობის თანამშრომელი
საქართველოს ფოსტა
მიღება-განთავსების თანამშრომელი
სასტუმრო თეორია
