სასწავლო პროცესის კოორდინატორი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 12 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 17 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი " დაბა კიკეთში აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის კოორდინატორის პოზიციაზე, დაწყებით საფეხურზე. ძირითადი მოვალეობები: ** სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის ნორმების დაცვის მონიტორინგი; ** სასწავლო დღის ორგანიზებულად მიმდინარეობისა და სკოლაში დისციპლინის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ** მოსწავლეთა დასწრების, დაგვიანებებისა და სკოლიდან ადრე გასვლის პროცედურების კონტროლი; ** ელექტრონული ჟურნალების წარმოებისა და დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურების შესრულების მონიტორინგი; ** კლასის დამრიგებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა; ** სასკოლო ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების ორგანიზაციული მხარდაჭერა. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ორგანიზაციული და დროის ეფექტურად მართვის უნარები; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და გადაწყვეტილებების ობიექტურად მიღების უნარი; ** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა. უპირატესობად ჩაითვლება: საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან საორგანიზაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kiketischool@yahoo.com . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი . დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
ადამიანური კაპიტალის/ორგანიზაციული განვითარების კოორდინატორი
სამედიცინო ჯგუფი