ტექნიკოსი ლაბორანტი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 12 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 12 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 17 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი " აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსი ლაბორანტის პოზიციაზე. მისამართი: თბილისი, ილორის ქ. N14 სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბიოლოგიური მასალის მიღება, აღრიცხვა და მომზადება კვლევისთვის; ** ლაბორატორიული ტესტების ჩატარება ინსტრუქციისა და პროტოკოლების შესაბამისად; ** კვლევის შედეგების ჩანაწერის წარმოება ბეჭდურ ფორმატში; ** სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ლაბორატორიული სივრცის სისუფთავისა და სტერილურობის უზრუნველყოფა; ** ნარჩენების უსაფრთხო გატანა და სეპარაცია; ** ბიოუსაფრთხოების წესებისა და პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი და/ან საშუალო სამედიცინო განათლება შესაბამისი სპეციალიზაციის მიმართულებით; ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი. პიროვნული თვისებები და უნარები: ** კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: info@mca.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! ** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტექნიკური განყოფილების უფროსი
ტავ ჯორჯია
ტექნიკური განყოფილების უფროსი
ტავ ჯორჯია
ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით
ბს/2 ჯორჯია
