როგორ მივმართო
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 18 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
VitrA x Merlons
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად. ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს VitrA-ს (აბაზანის სანტექნიკა-ინვენტარის) შოურუმისთვის. ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში. ადგილმდებარეობა: ბათუმი , შერიფ ხიმშიაშვილის 1 ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსები გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, 10:00-19:00 სთ (დასვენების დღეების შეთანხმებით) ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა; ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა შეთავაზება; ** ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში; ** სალარო ოპერაციების წარმოება; ** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია, ჩაითვლება უპირატესობად) ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ** პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია; ** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას; ** შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას; ** მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას; ** ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი " დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation
გაყიდვების ხელმძღვანელი
ევროპანელ გრუპი