როგორ მივმართო
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Hotel Indigo Batumi Old Town
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 7
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ბათუმში , ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული " Hotel Indigo Batumi Old Town " უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს. თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ, განივითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში — ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out) ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით; ** ჯავშნების ეფექტური მართვა და სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; ** სტუმართა მოთხოვნებზე დროული რეაგირება; ** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა სერვისის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (პრიორიტეტი მიენიჭება ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომსახურების სფეროს); ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად); ** ინგლისური ენის ფლობა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ანაზღაურება: 1100 ლარი ; ** საერთაშორისო ბრენდის (IHG) სტანდარტებით მუშაობისა და განვითარების გამოცდილებას; ** პროფესიონალურ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; ** კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com . წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან მოგვწერეთ პირდაპირ.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო მეტეო
სასტუმროს მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო მუზეუმი
≈ 1000 ₾
