გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 23 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 28 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
CMX Solutions
ღია ვაკანსია: 4
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
გერმანული კომპანია " სი ემ იქს სოლუშენს "-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე. ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით, სხვადასხვა გერმანულ პროექტებში ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე. მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად. სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით; ** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება. მოთხოვნები: ** გერმანული ენის ცოდნა (B2 დონე); ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა; ** მაღალი კომპიუტერული უნარ-ჩვევები; ** სისხარტე, ოპერატიულობა; ** სიზუსტე, აკურატულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება. ჩვენ გთავაზობთ: ** ოფისიდან, ჰიბრიდულად ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას; ** სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას; ** მორგებულ სამუშაო გრაფიკს; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას; ** ყოველთვიურ ბონუსს; ** რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე; ** ანაზღაურებად ტრენინგ-კურსს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, შეავსოთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე: https://cmx-solutions.peopleforce.io/careers/v/77270-deutschsprachiger-kundenservicemitarbeiter-tiflis-georgien/a/new?source_id=25503 გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მომხმარებელთა მომსახურების ასისტენტი
MSC Georgia


