როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 14 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 19 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მასტერ კოფი
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პოზიციის ძირითადი მიზანი: აჭარისა და გურიის რეგიონებში კომპანიის გაყიდვების განვითარება, HoReCa სექტორში ახალი პარტნიორების მოზიდვა, ყავის აპარატების განთავსება და დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანი მართვა. სამუშაო გრაფიკი: 09:00–18:00 / ორშაბათი–პარასკევი /; ანაზღაურება: ფიქსირებული (კვარტალური საბონუსე სისტემა); სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომერციული ობიექტების მოძიება, მოლაპარაკების ეფექტური წარმოება HoReCa ,საცალო, ქსელურ და სხვა კომერციულ ობიექტების წარმომადგენლებთან; არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა; მომსახურების ხარისხისა და პროდუქციის მოხმარების კონტროლი; დაქვემდებარებული გუნდის მართვა /კოორდინაცია, დავალებებისა ზედმიწევნით სწორად გაწერა და შემდგომში მათი შესრულების კონტროლი; გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება; დავალიანებებისა და დებიტორული ნაშთების კონტროლი; კომპანიის მიერ დასახული გეგმებისა და პრიორიტეტების შესრულება; ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გუნდის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; B2B ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა; MS Office-ის ცოდნა; ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია; B კატეგორიის მართვის მოწმობა; სამუშაო პირობები: ფიქსირებული ხელფასი გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული კვარტალური ბონუსური სისტემა; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; სტაბილური სამუშაო გარემო. საწვავით უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; სტაბილური სამუშაო გარემო. საწვავით უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაზღვევა; ულიმიტო სასაუბრო; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი) დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი