როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 8 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 13 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
LPP Georgia
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ჩვენ ვართ LPP — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებლებს გამოხატონ საკუთარი ემოციები და აისრულონ ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay. კომპანია "LPP Georgia" აცხადებს ვაკანსიას SINSAY-ს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში. პოზიციის ძირითადი მოვალეობები: ** გაყიდვებისა და დასახული გეგმების მისაღწევად, მაღაზიის მუშაობის სრული ორგანიზება; ** გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება: ცხრილების დაგეგმვა, ამოცანების გადანაწილება, თანამშრომელთა სწავლება და მოტივაცია; ** ვიზუალური მერჩენდაიზინგის, მომსახურებისა და საოპერაციო პროცესების სტანდარტების უზრუნველყოფა; ** მარაგების კონტროლი, პროდუქციის ხელმისაწვდომობის და ბრუნვის მონიტორინგი ** მაღაზიის ძირითადი მაჩვენებლების (შემოსავალი, კონვერსია, საშუალო ჩეკი, დანაკარგი) ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივები ** ანგარიშგების სიზუსტის, ბიუჯეტის კონტროლისა და დანაკარგების პრევენციის უზრუნველყოფა ** მაღაზიის მზადყოფნა აუდიტებისთვის, ინვენტარიზაციებისათვისა და უსაფრთხოების შემოწმებისათვის ** კომპანიის პროფესიონალურად წარმომადგენა შიდა და გარე ურთიერთობებში ** შრომითი კანონმდებლობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა და შიდა რეგულაციების დაცვა ** მონაწილეობა ახალი მაღაზიების გახსნაში და კომპანიის სტრატეგიების განხორციელებაში საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე 5+ კაციანი გუნდის მართვით ** ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და დაგეგმარების უნარები ** გაყიდვების ანალიზის, გუნდის მართვისა და საცალო ოპერაციების ცოდნა ** მერჩენდაიზინგის, მარაგების კონტროლისა და მომხმარებელზე მომსახურების სტანდარტების ცოდნა ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (POS სისტემები, MS Office და რითეილ ანგარიშგება) ** ინგლისური ენა - არანაკლებ Intermediate დონეზე ** განვითარებული კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარები დამატებითი ინფორმაცია: ** ანაზღაურება: 2000-2400 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე) ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ვეკუას ქ. 1, "საბურთალო", სავაჭრო ცენტრი "საბურთალო სითი მოლი"; ** სამუშაო განრიგი: სრული რას გთავაზობთ: "LPP Georgia"-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ. ** შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს; ** ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას; ** ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს; ** კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში; ** კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ ბონუსებს; ** თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay); ** ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას; "LPP Georgia"-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ge@lpp.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქის დასახელება. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მაღაზიის მენეჯერი
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გაყიდვების მენეჯერი
დიპლომატ ჰოლდინგი